მაგდა პაპიძის საჩივარი - ვის უჩივის ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდადებული

მაგდა პაპიძე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდადებული მაგდა პაპიძე "ჯორჯიან თაიმსს" ქარტიაში უჩივის.

საუბარია 2023 წლის 23 იანვარს გავრცელებულ მასალაზე, რომელშიც საუბარია, რომ მაგდა პაპიძე საპატიმროში გათხოვდა.

,,განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია გაავრცელა მისი და მისი ოჯახის მიმართ.

განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეექვსე (კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.