„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
25 წლის მაგდა ხარაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალზე, ვიდეო კამერების დამონტაჟებას ითხოვს.
სოფლების შრომისა და კავშირის მცხოვრებლებმა ერთობლივი განცხადებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, დღეს მიმართეს.
მოსახლეობა განმარტავს, რომ გზის მონაკვეთზე, სადაც საბავშვო ბაღები და სკოლაა, სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობის უსაფრთხოების წესებს მუდმივად არღვევენ.
მათი ინფორმაციით, გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, უკვე რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი.
ადგილობრივები ჯონდო მდივნიშვილს, გზაზე ვიდეო-კამერების მონტაჟისათვის, შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას სთხოვენ. ისინი თვლიან, რომ სხვაგვარად, ავტომანქანების მიერ, სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები ვერ აღმოიფხვრება.
საქართველოს მთავრობის მიერ, საჯარო ოფიციალურად გამოცხადებული დასვენების დღეები დღეს დასრულდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პოზიცია, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან, 2021 წლის 28 დეკემბერს მოხდა.
8 იანვარს, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში უშედეგო მკურნალობის შემდეგ, შემთხვევის შედეგად დაშავებული მაგდა ხარაიშვილი, გარდაიცვალა.