„მადლობა, რომ ჩემს შვილს შენთან ურთიერთობამ ასწავლა თავმდაბლობა, სიკეთე...“ - პედაგოგი ქობულეთში მოკლულ ბიჭზე

მოკლული ბიჭი

ქობულეთში მოკლულ 21 წლის ბიჭს, რეზი ლომსაძეს პედაგოგი ემშვიდობება. 

ქეთევან გოგალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„რეზი, ჩვენო ღიმილის ბიჭო, მახსენდება შენი სკოლის პირველი დღე, როგორც კი შემოხვედი საკლასო ოთახში, წამოხვედი და ჩემი შვილის გვერდით დაიკავე ადგილი. იმ დღის მერე მისი მერხის განუყოფელ მეგობრად იქეცი. სულ ეგნატეს გვერდით გხედავდი დასვენებაზე, დერეფანსა და ფოტოსურათებშიც. მადლობა, რომ ჩემს შვილს შენთან ურთიერთობამ ასწავლა თავმდაბლობა, სიკეთე და კაცთმოყვარეობა. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი ცხოვრების მანძილზე, ბოლო ზარზეც ხომ ასეთი ლოცვა გაგატანათ თითოეულ თქვენგანს დამრიგებლის გულმა. ვინ იცის,როგორი გეგმები გქონდა, რამდენი განუხორციელებელი ოცნება დაგრჩა, ჩემო 20 წლის უკეთილშობილესო ბიჭო.

მშვიდობით რეზი! შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ, შენს მასწავლებელს სიკვდილი გაუადვილა. ოდესმე შევხვდებით და მე ისევ გეტყვი მადლობას შენთან გატარებული თითოეული წუთისთვის! უფალო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი!“, - წერს ქეთევან გოგალაძე.