გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს, „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.
14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
ტროპარი
მოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრაი მეფობისა განაშუენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხად ერისა თქუენისა.
კონდაკიმეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლე მოგინადირა და სიბნელეთ თვალთაგან წამისყოფით მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი ღმრთად ჭეშმარიტად აღიარე, ვინაცა დედოფლისა ნანაის თანა გიხმობთ, მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნო ივერიის ეკლესიისანო.