1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ლიფტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს.
,,ლიფტი/ლიფტები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი).
ლიფტის ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით (2013 წლის N446 - ,,ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ )
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვალდებულია განსაზღვრული პერიოდულობით (3 წელიწადში ერთხელ) ჩაუტაროს ლიფტს ტექნიკური ინსპექტირება;
ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს ამხანაგობის დაკვეთით ლიფტების ტექნიკური ინსპექტირებისთვის აკრედიტირებული ორგანოები, რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდზე (www.https://gac.gov.ge).
ექსპლუატაციაში მყოფი ლიფტი ამხანაგობის მიერ უნდა დარეგისტრირდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში არსებულ ობიექტთა უწყებრივ რეესტრში (www. tacsa.gov.ge).
თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ლიფტი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჭიროებს სარემონტო სამუშაოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია ისარგებლოს ქ თბილისის მერიის, კერძოდ რაიონების ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“.
ამისათვის:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის რაიონულ გამგეობას (განცხადებას თან უნდა ერთვოდეს აკრედიტირებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნა);
გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას აკრედიტირებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნის, ამხანაგობის პრიორიტეტებისა და არსებული საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.