ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ტენდერი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 13.5 კმ-იანი (კმ1-კმ14) მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს, იწყება სოფ.ჯანდარის ჩრდილო-დასავლეთით, გაივლის სოფ.ლემშვენიერას მიმდებარე ტერიტორიას და მთავრდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 10-ე კმ-ის მიმდებარედ. 

პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 14.4 მლნ. ლარს შეადგენს.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=700204&lang=ge