საერთაშორისოდ აღიარებულმა იემენის მთავრობამ, მოკავშირეებთან ერთად, დაჯგუფება „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიში მიიტანა

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიში მიიტანა

საერთაშორისოდ აღიარებულმა იემენის მთავრობამ, მოკავშირეებთან ერთად, დაჯგუფება „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიში მიიტანა.

იემენის სახელმწიფო ტელევიზიით ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა სამირ ალ-საბრიმ განაცხადა, რომ მათი მიზანი დედაქალაქ სანას დაბრუნებაა, რომელსაც ათწლეულზე მეტია „ჰუსიტი“ ამბოხებულები აკონტროლებენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 73 ადამიანი დაშავდა. საუდის არაბეთმა თავდასხმები მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს.

ცნობისთვის, „ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებს. „ჰუსიტები“ თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ და ირანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. დაჯგუფება ბოლო წლებში წითელ ზღვაში მცურავ გემებზე ხშირად ახორციელებს თავდასხმებს.