პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, ეს ის კვირაა, რომელიც თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანს აძლევს გარკვეულ დადებით პერსპექტივებს.
მისი თქმით, განსაკუთრებულად მიაქციეთ ყურადღება 22 რიცხვს, 22.02.2022 ჩვენ ვხედავთ, რომ არის ექვსი ორიანი, ეს არის ჯამში 12 რიცხვი 1+2 გვაძლევს 3-ს , 3 არის საკრალური სამების, რიცხვი, ღვთიური რიცხვი, ეს ნიშნავს იმას ნიშნავს, რომ 22-ში, სამშაბათ დღეს ხდება აკუმლაცია ძალიან სასიკეთო კოსმოსური ენერგიებისა, ამიტომ ეს არის საუკეთესო დრო და დღე, 22 თებერვალს საღამოს 22 საათსა და 22 წუთზე, იმისთვის, რომ იოცნებოთ, ჩაუთქვათ სურვილები ილოცოთ და რაღაც სასიკეთო გააკეთოთ, რაც გვაძლევს მაღალ ალბათობას იმისა, რომ ეს ოცნებები, სურვილები შემდგომში ახდეს.
რაც შეეხება ზოდიაქოს ერთეულ ნიშნებს:
ვერძი
კვირის პირველი ნახევარი შედარებით რთულია, შესაძლოა ფინანსურმა პრობლემებმა იჩინოს თავი. არ არის სასურველი ახალი პროექტების დაწყების, ან კაპიტალდაბანდების. კვირის მეორე ნახევარი მეტად გამოიყენეთ, ენერგოტონუსი მდგრადია, წარმატების შანსები მეორე ნახევარში გაცილებით უფრო მაღალია.
კურო
კვირის პირველი ნახევარი ცოტა რთულია, ნუ გადაიღლებით, შეიძლება ცოტა დაბნეულობამ იჩინოს თავი. მოულოდნელმა პრობლემებმა შესაძლოა ოდნავ შეაფერხოს თქვენი განვითარების შანსი, თუმცა კვირის მეორე ნახევარი გაცილებით კარგია ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართება.
ტყუპები
პერიოდი მშვიდი და სტაბილურია საინტერესოა, ეს პერიოდი მგზავრობისათვის, ახალი იდეებისთვის, შეხვედრებისთვის.
კირჩხიბი
ეს კვირა გაცილებით უკეთესია წინა კვირასთან შედარებით, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ემოციური სტაბილურობა უფრო მეტად წარმოჩნდება. ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას თქვენ უფრო მეტად მოგეცემათ შესაძლებლობა მეტად ობიექტური შეფასებისა იმ შეცდომებისა, რომელიც დაუშვით და მათი გამოსწორების შესაძლებლობაც მოგეცემათ.
ლომი
კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა ცოტა სირთულეები წარმოიქმნას. კვირის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდია, შეცდომების გამოსწორების შანსი გექნებათ, წარმატების შანსიც კვირის მეორე ნახევარში მეტი იქნება.
ქალწული
ენერგოტონუსი უმჯობესდება, კვირის მეორე ნახევარი უკეთესია, თუმცა მთლიანობაში იგრძნობთ, რომ ნელ-ნელა გემატებათ ენერგია. შესაძლოა საინტერესო პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდეთ.
სასწორი
ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას ენერგოტონუსი ინარჩუნებს სტაბილურობას. ამ პერიოდში შესაძლოა სახლის საქმეებიც კი კარგად შეასრულოთ და ეს ყოველდღიური საქმეებიც შეიძლება გახდეს წარმატების საწინდარი. ეს პერიოდი მთლიანობაში კარგია სასიყვარულო ურთიერთობისათვის.
მორიელი
შესაძლლოა კვირის პირველი ნახევარი ნაკლებ დინამიკური აღმოჩნდეს, მაგრამ მეორე ნახევარი უფრო მეტად შეძლებს დინამიკას. ენერგოტონუსი გაუმჯობესდება.
მშვილდოსანი
სიტუაცია კარგია თქვენთვის, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარი კიდევ უფრო უკეთესი იქნება. გააუმჯობესებთ ურთიერთობებს ახლობლებთან. ეცადეთ ამ კვირაში მაქსიმალურად გამოიყენოთ შანსები.
თხის რქა
ყოველდღიური საქმეებით შემოფარგვლა უფრო მეტად მოგიხდებათ ამ კვირაში. ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება. მოგიხდებათ ფინანსური საკითხის დარეგულირება მოწესრიგება.
მერწყული
ენერგოტონუსი ჯერ ისევ მაღალია. კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა მოგიხდეთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. შესაძლოა იპოვოთ ახალი შემოსავლის წყაროები, მოულოდნელი ფინანსური ხარჯის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ. კვირის მეორე ნახევარი უკეთესია, იგივე ლატარიაში კონკურსებში გამარჯვების მაღალია.
თევზები
თევზებო იწყება თქვენი დრო, ერთი თვე თქვენთვის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო წლის განმავლობაში, იგრძნობთ ყოველ დღე ენერგიის მოზღვავებას.