ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
კრემლში აცხადებენ, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივა მათთვის მიუღებელია. გავრცელებული ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აპირებს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე წინადადება წარადგინოს, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების გაყინვას, მხარეების ამჟამინდელ პოზიციებზე.
მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი ასევე სთავაზობს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვის, სულ მცირე, ათი წლით გადადებას. თურქეთის წინადადება აგრეთვე ითვალისწინებს დემილიტარიზებული ზონის შექმნას აღმოსავლეთ დონბასში, სადაც რუსეთი 2014 წლიდან აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიებს.
„საბრძოლო ხაზის გასწვრივ ომის გაყინვის ვარიანტი რუსული მხარისთვის მიუღებელია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
კითხვაზე, განიხილეს თუ არა რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა ბოლო კონტაქტის დროს ერდოღანის გეგმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გაყინვის შესახებ, პესკოვმა უპასუხა, რომ ეს არ ყოფილა განხილვის საგანი.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530