კოვიდის ხანგრძლივი პიკი - ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ კლება თებერვლის ბოლოს დაიწყება

კორონავირუსი საქართველო

კოვიდის მეექვსე ტალღა - ყველაზე მეტი დაინფიცირებული და ყველაზე გახანგრძლივებული პიკი, რომელიც თვე-ნახევარი გაგრძელდება.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის კლება ქვეყანაში მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის დაიწყება. მანამდე კი დღეში ახლად დაავადებულთა რაოდენობა ათობით ათასს მიაღწევს.

„ეპიდვითარება საკმაოდ საყურადღებოა და ამაზე მიუთითებს ის მაჩვენებლები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს და ეს ძირითადად „ომიკრონთან" დაკავშირებულია. ის საკმაოდ ადვილად გადამდებია.

მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან დაცული იყოს რეკომენდაციები და ასევე აქტიურად წარმიმართოს ვაქცინაციის პროცესი," - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

„რეინფიცირების ფაქტები შეინიშნება, როგორც 6 თვის შემდგომ, ასევე, არის რამდენიმე ვარიანტი როდესაც 3 თვის წინ გადატანილი კოვიდის შედეგად ისევ დადგა რეინფიცირების ფაქტი. ასეთ შემთხვევაში ძალიან საყურადღებოა ის ადამიანები, რომლებიც ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან," - აღნიშნა პროფესორმა, მედიცინის აკადემიური დოქტორმა კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილმა.