1753297679
„კონსტანტინე ფალიანს გაუმარჯოს“ - უშბაზე ტრაგიკულად დაღუპულ ნიკო ფალიანს ვაჟი შეეძინა

უშბაზე ტრაგიკულად დაღუპულ ნიკო ფალიანს ვაჟი შეეძინა. ინფორმაციას ამის შესახებ „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ახალშობილს კონსტანტინე დაარქვეს.
„უშბაზე ტრაგიკულად დაღუპულ ნიკო ფალიანს ვაჟი შეეძინა! კეთილი იყოს შენი მობრძანება კონსტანტინე!“,- წერია პოსტში.
ცნობისთვის, ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს, 25 მაისს ტრაგიკულად დაიღუპა. მას ორსული მეუღლე დარჩა. მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა მთელი საქართველო შეძრა.
ნიკოლოზ ფალიანი - მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე.