ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1759747969
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელისა (ICPEN) და მსოფლიო ბანკის 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო გადაეცა ნომინაციაში - "ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება".
დაჯილდოების ცერემონია დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართა, სადაც GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ჯილდო სააგენტოს მიერ გამჭვირვალე, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიმართულებით მიღწეული წარმატების საერთაშორისო აღიარებაა. სააგენტოს მიერ შესაბამისი ინიციატივა 2024 წელს - "მომხმარებლის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის" ფარგლებში დაინერგა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მოიწონა. სტრატეგიის კონცეფცია ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაციას განიხილავს როგორც ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს კეთილსინდისიერი და სამართლიანი საბაზრო გარემოს შესანარჩუნებლად.
სტრატეგიის ფარგლებში, სააგენტომ მრავალეტაპიანი, განგრძობითი საინფორმაციო კამპანიები ჩაატარა, რომელიც მოიცავდა: საზოგადოებასთან კომუნიკაციას მედიის საშუალებით და მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ სტანდარტების პოპულარიზაციას; საინფორმაციო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას შშმ პირებისთვის; ცნობიერების გაზრდის მიმართულებით ღონისძიებების ჩატარებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის; უწყვეტ საგანმანათლებლო პროექტებს საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში; პრაქტიკული მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნასა და გავრცელებას. საკომუნიკაციო სტრატეგიამ, ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყო ბიზნესისა და მომხმარებლების ცნობიერების გაზრდა, რაც გამოიხატა როგორც მომხმარებელთა მიერ სააგენტოსთვის მომართვიანობის 45%-მდე ზრდაში, ისე სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტების ნებაყოფლობით აღსრულებაში.
ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, დომინიკის რესპუბლიკაში, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე იმყოფებოდა.