კონფლიქტის ზონაში ისრაელის იერიშებს, ბოლო 24 საათში, 61 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გასულ ღამეს ისრაელის იერიშებს ღაზაში 53 ადამიანი ემსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება, "ცახალი" ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს, კონფლიქტის ზონაში ისრაელის იერიშებს, ბოლო 24 საათში, 61 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.

აფეთქებები იყო რაფახის და შათის დევნილთა ბანაკებში. ისრაელის სამხედროებმა დარტყმები განახორციელეს ლიბანის სამხრეთში მდებარე სამიზნეებზე. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ავიაციამ იერიში მიიტანა სირიის სამთავრობო ძალებზე ქალაქ სუვეიდასთან. დარტყმის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სირიის სამთავრობო ძალების შესვლა დრუზებით დასახლებულ ქალაქში, სადაც ორი დღის განმავლობაში დრუზებსა და ბედუინურ ტომებს შორის სისხლიანი შეტაკებები მიმდინარეობს.

მედიის ცნობებით, დაპირისპირებას დაახლოებით ასი ადამიანი ემსხვერპლა.