რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
საქართველო ევროპის პედიატრთა აკადემიის ფორუმს პირველად მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენციაზე ბავშვთა ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრა 30 აპრილს დაიწყო და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
"ეს არ არის მხოლოდ სამეცნიერო კონფერენცია. ძირითადი აქცენტი კეთდება პრაქტიკულ მედიცინაზე - როგორ უნდა დანერგოს საქართველოში პედიატრმა ის მიღწევები, რომელიც არსებობს ბავშვთა ასაკში - როგორც გავრცელებული, ისე იშვიათი დაავადებების მართვის თვალსაზრისით", - აცხადებს პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.