კოღოები ზოგ ადამიანს უფრო ხშირად კბენენ - მეცნიერებს ამაზე პასუხი აქვთ

კოღოები

თუ ზაფხულის საღამოებსა და ბუნებაში ყოფნისას გრძნობთ, რომ კოღოების მთელი არმია მხოლოდ თქვენ გიტევთ, გარშემომყოფებს კი გვერდს უვლიან, იცოდეთ - თქვენს სხეულს მათთვის განსაკუთრებული „ქიმიური კოქტეილი“ აქვს.

მეცნიერებმა გაშიფრეს ის მთავარი სიგნალები, რომლებითაც მდედრი კოღოები (მხოლოდ ისინი იკბინებიან) თავის მსხვერპლს ირჩევენ.

მითები, რომლებიც არ დადასტურდა: ბევრს გსმენიათ, რომ კოღოებს სისხლის კონკრეტული ჯგუფი, კანის, თვალის ან თმის ფერი იზიდავთ. მკვლევართა განცხადებით, ამ თეორიებს სამეცნიერო საფუძველი არ აქვს.

რა იზიდავთ მათ რეალურად?

ნახშირორჟანგი (CO2): ის პირველი სიგნალია, რომელსაც კოღოები ათეულობით მეტრის მოშორებით გრძნობენ ჩვენი ამოსუნთქვისას.

სითბო და ტენიანობა: როცა მწერი 10 მეტრის რადიუსში მოგვიახლოვდება, ის ჩვენი სხეულის ტემპერატურაზე რეაგირებს.

კანის უნიკალური სუნი: ეს ყველაზე მთავარი სამხილია. ჩვენი კანის მიკრობიოტის მიერ გამოყოფილი 1000-მდე ნაერთიდან მეცნიერებმა გამოჰყვეს 27, რომლებსაც კოღოები განსაკუთრებულად აფიქსირებენ. ადამიანები, რომლებსაც ხშირად კბენენ, დიდი რაოდენობით გამოყოფენ ნაერთს, რომელიც კანის ცხიმის დაშლის შედეგად წარმოიქმნება (ე. წ. „სოკოს ალკოჰოლი“).

კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის (განსაკუთრებით ლუდის) მიღება ზრდის სხეულის ტემპერატურას, ამოსუნთქული ნახშირორჟანგის რაოდენობას და ცვლის კანის სუნს. ექსპერიმენტის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ლუდი ჰქონდათ დალეული, კოღოებისთვის 1,35-ჯერ უფრო მიმზიდველები აღმოჩნდნენ.