ზოდიაქოს 5 ნიშანს 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით გაუმართლებს
1788455658
კიბოს ვაქცინა, რომელიც ქალებისთვის შეიქმნა, კაცებსაც ეფექტიანად იცავს მრავალი სახის კიბოსგან.
ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინა მსოფლიოში პირველი მედიკამენტია, რომელიც ვირუსით გამოწვეული კიბოს პრევენციისთვის შეიქმნა.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ის 2006 წელს დაამტკიცა, მაგრამ თავიდან ის მხოლოდ გოგონებისა და ქალებისთვის იყო განკუთვნილი.
იმ დროისათვის, მეცნიერებს იმედი ჰქონდათ, რომ ექსპერიმენტული ვაქცინა დაბლოკავდა HPV-ის იმ რამდენიმე სახიფათო შტამს, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. ასეც მოხდა.
ვაქცინების პირველად გამოყენებიდან 20 წლის შემდეგ, ახალგაზრდა ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 90 პროცენტით შემცირდა.
ამჯერად, ახალი კვლევა ერთ-ერთ საუკეთესო მტკიცებულებას გვთავაზობს იმისა, რომ ვაქცინირებული მამაკაცებიც ნაკლებად ავადდებიან კიბოთი.
საქმე ეხება აშშ-ში კაცებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კიბოებს.
ყოველ წელს, ადამიანის პაპილომავირუსი აშშ-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 11 000 შემთხვევას იწვევს, მაგრამ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ეს ვირუსი ასევე იწვევს ოროფარინგეალური კიბოს 16 000 შემთხვევას.
შემთხვევათა დაახლოებით 85 პროცენტი კაცებზე მოდის.
„HPV ვაქცინაცია დაკავშირებულია თავის და კისრის კიბოს არსებითად დაბალ რისკთან — ყველაზე გამოკვეთილად ოროფარინგეალური ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას შემთხვევებთან ახალგაზრდა ვაქცინირებულებში. შედეგები მიუთითებს, რომ HPV იმუნიზაციის ფართო დაფარვა შეიძლება გვაძლევდეს ჯანდაცვის პოტენციურ ბენეფიტებს, რადგან ამცირებს თავის და კისრის კიბოთა რისკს“, — წერენ მკვლევრები.
ნათელი რომ იყოს, ჯერ არ გამოკვეთილა პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ HPV ვაქცინას თავის და კისრის კიბოს პრევენცია შეუძლია, მაგრამ ეს ვირუსი მთავარ როლს ასრულებს ზოგიერთ ოროფარინგეალურ კიბოში და ვაქცინამ უკვე მოახდინა საოცრება საშვილოსნოს ყელის კიბოს მაჩვენებლებზე.
ამ ძლიერი დასაბუთების გათვალისწინებით, 2020 წელს FDA-მ გააფართოვა HPV ვაქცინის მოქმედება და მასში თავის და კისრის კიბოს პრევენციაც შეიტანა ორივე სქესში.
მოსახლეობის ბოლო ანალიზში, ჩინელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 9-დან 45 წლამდე ასაკის 1,4 მილიონი ამერიკელის ჯანდაცვის მონაცემები.
HPV-ზე ვაქცინირებულ 700 000-ზე მეტ ადამიანში მათ გამოავლინეს თავისა და კისრის კიბოს 40 შემთხვევა.
მაშინ, როდესაც ასაკობრივად შესაბამის კოჰორტაში, რომელიც არ იყო ვაქცინირებული ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ, კიბოს 130 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეს სხვაობა დაახლოებით 70 პროცენტს შეადგენს.
იმის სანახავად, გაგრძელდება თუ არა ეს ასოციაციები, საჭიროა უფრო ხანგრძლივი და მასშტაბური დაკვირვებითი კვლევები, მაგრამ ვაქცინაციიდან სულ მცირე ათი წლის შემდეგ, HPV ნამდვილად ახდენს კიბოს პრევენციას. ვრცლად