საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1788458589
სპეციალისტების თქმით, ქვემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა საკვები, დაბერებას აჩქარებს:
1. თეთრი პური, მაკარონი (გარდა მთლიანი მარცვლეულისა)
მაკარონი და თეთრი პური დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს შეიცავს. ეს იწვევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას და ხელს უწყობს ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას.
2. გადამუშავებული ხორცის პროდუქტები
გადამუშავებული ხორცის პროდუქტები (ძეხვი, სოსისი, ლორი, შებოლილი ხორცი) შეიცავს დიდი რაოდენობით არაჯანსაღ ნაჯერ ცხიმებს, მარილსა და ისეთ საშიშ დანამატებს, როგორიცაა ნატრიუმის ნიტრატი. 2024 წელს შვიდ ქვეყანაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაკლები გადამუშავებული ხორცისა და მეტი მარცვლეულის მიღება პირდაპირ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
3. შემწვარი საკვები
ზეთში მაღალ ტემპერატურაზე შეწვა იწვევს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რაც უჯრედულ დონეზე აჩქარებს დაბერების პროცესს. გარდა ამისა, შემწვარი საკვები ძალიან კალორიულია და ხელს უწყობს სიმსუქნეს (რაც თავის მხრივ დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის).
4. ალკოჰოლი და გაზიანი სასმელი & ენერგეტიკული სასმელები
ალკოჰოლის მოხმარება ზრდის სხვადასხვა ქრონიკული დაავადების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის დაავადებებისა და მეხსიერების დაქვეითების რისკს. კვლევები აჩვენებს, რომ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარებაც კი ზრდის შვიდი სახის (მათ შორის სარძევე ჯირკვლისა და ნაწლავის) კიბოს განვითარების რისკს.
გაზიანი სასმელები შეიცავს უზარმაზარი რაოდენობით შაქარს. მისი დალევა იწვევს სისხლში შაქრის დონის მყისიერ მატებას.
ენერგეტიკული სასმელები დიდი რაოდენობით შაქარსა და კოფეინს შეიცავს. კოფეინი ზომიერად უსაფრთხოა, მაგრამ მისი ჭარბი მოხმარება ორგანიზმს სტრესში აგდებს. რეკომენდებულია დღეში 400 მგ-ზე ნაკლები კოფეინის მიღება, მაშინ როცა ერთი ენერგეტიკული ქილა 150 მგ-ზე მეტს შეიცავს.
5.მარილიანი საკვები
მარილიანი საკვები ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას, რაც ინსულტისა და გულის სხვა დაავადებების რისკს ზრდის. ჯანმო-ს რეკომენდაციით, ზრდასრულებმა დღეში 5 გრამზე ნაკლები (1 ჩაის კოვზი)მარილი უნდა მიიღონ.