პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინის მაისურით, ცსკა-ს წინააღმდეგ, ბოლო მატჩი ჩაატარა.
საქართველოს ნაკრების წევრი, რომელიც "არმიელების" წინააღმდეგ, რუბინის კაპიტანი იყო, სანაკრებო პაუზის შემდეგ, კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს. adjarasport.com-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე, მის მენეჯერებთან შეთანხმებით, იტალიელი აგენტებიც მუშაობენ.
adjarasport-ის ინფორმაციით, ცსკა-სთან მატჩის შემდეგ, კვარაცხელია თანაგუნდელებსა და კლუბის ხელმძღვანელებს, მათ შორის, გენერალურ დირექტორ რუსტემ საიმანოვს დაემშვიდობა. გარდა ამისა, ყაზანის რუბინის ფოტოგრაფმა, Instagram-ის პირად გვერდზე განათავსა კვარაცხელიას ფოტოები წარწერით "Last Look", რაც ქართველთან ერთგვარ გამომშვიდობებას ნიშნავს.