1740738167
ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოში გამოიდარებს და შესაძლოა ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ +10 +12 გრადუსსაც მიაღწიოს.
„28 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ყინვა გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია - 5, - 10 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, - 12.
დღისით გამოიდარებს და ჰაერი გათბება მზის ხარჯზე. დაბლობსა და ბარში ერთნაირი ტემპერატურა დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოში, 1 მარტს შესაძლებელია აღინიშნოს მცირე თოვა, მათ შორის დედაქალაქშიც. 2 მარტს ყველგან უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ყინვები ცოტათი დაიკლებს.
3 მარტიდან ასევე შეიმჩნევა, რომ ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს და შესაძლებელია 8 მარტის ჩათვლით, დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ (გურია, აჭარა, სამეგრელოს დაბლობ რაიონებში) მიაღწიოს 10, 12 გრადუსს“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ დოდო გვაზავამ.