ხვალ შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი გაითიშება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 სექტემბერს, 10:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, ხევსურთსოფელი, საყდრიონი, ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში.

10:40-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ენერგომომრაგება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - კაიშაურები, იუხო, ქვეშეთი, სეთურნი, ზაქათკარი, გუდაური, ვარცლას მთაზე.

11:00-დან 19:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი, სასხორი.

11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში - ვახუშტი ბატონიშვილის, ანდრონიკაშვილის, ბ.ბარათაშვილის, ვ.ცინცაძის, ავთანდილის, კაკაბაძის ქუჩებზე, ჩალიპირებისა და ქედისბოლოს ტერიტორიაზე.

12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფელ გლდანში - ქერჩის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, მაისურაძის, კანდელაკის, მიდელაურის, კობერიძის და მიმდებარე ქუჩებზე, ნასერელას ქედის და თიანეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

14:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში - მსხალდიდი, ზემო ლისი, ლისი, წოდორეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

✕