„ხორცპროდუქტებისთვის არ გამოდგება ხის ჭურჭელი ან ხის დაფა“ - ექიმის რეკომენდაცია დიასახლისებს

ხორცი

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად

ხის, მინის, კერამიკისა და თიხის ჯამი ერთმანეთს შევადაროთ. რა თქმა უნდა, ხის მასალა ძალიან სასარგებლოა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი თვისებების გამოყენება.

მათ შორის, საგემოვნო თვალსაზრისით. მაგრამ, ხორც-პროდუქტებისათვის ხის ჭურჭლის ან ხის დაფის გამოყენება შეიძლება, მაღალი რისკის შემცველი იყოს, რადგან ესა თუ ის მიკროორგანიზმი, მიკრობი დარჩეს ამ მასალაში დარჩეს და ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნას ამ ჭურჭლის ხელმეორედ გამოყენების დროს.