ხობის მუნიციპალიტეტში 49 წლის კაცს ეძებენ. მამუკა კორტავა სახლიდან, სოფელ შუა ხორგიდან, 2 ნოემბერს გავიდა და დღემდე მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ კორტავას გაუჩინარების რამდენიმე ვერსია განიხილება.

„შესაძლოა, გაიტაცეს ან გაიქცა. გაუჩინარებამდე, სამი-ოთხი დღით ადრე, კონფლიქტი ჰქონდა ადგილობრივებთან. უკვე 26-ე დღეა უშედეგოდ ეძებენ,“ - აცხადებს ოჯახის ახლობელი.