1745299467
ხმაური მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ - მოქალაქეებს პოლიცია ზედაპირულად ამოწმებს, რასაც პროტესტი და ერთი პირის დაკავება მოჰყვა

ხმაური მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" - მოქალაქეების თქმით, მათ პოლიცია ამოწმებს, რასაც პროტესტი მოჰყვა. ადგილზე იყო კამათი და დაპირისპირება.
თავად სამართალდამცველები განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება ზედაპირული შემოწმებაა და დათვალიერება, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ და ეს პრევენციული ღონისძიებაა.
კამათისა და დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.