„ენგურთან დაკავშირებით მინდა ვთქვა...“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1786044846
ხობის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დინებამ გაიტაცა. 7 წლის ლაზარე ადგილობრივებმა ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს და ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. დედის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები.
„ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე… ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს… დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო…” – წერს ოჯახის ახლობელი.