ხანგრძლივმა მოლაპარაკებამ ახლო აღმოსავლეთში შედეგი გამოიღო - რას ითვალისწინებს ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმება

ჯამას

 ხანგრძლივმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო - ახლო აღმოსავლეთში შეთანხმება შედგა - "ჰამასი" მზად არის წელიწად-ნახევრის წინ, 7 ოქტომბერს თავდასხმის შედეგად აყვანილი 33 ისრაელელ მძევალი გაათავისუფლოს. სანაცვლოდ, ისრაელი პირობას დებს, რომ გაათავისუფლებს პატიმრებს, რომლებიც დამნაშავე არიან "ჰამასთან" თანამშრომლობასა და ისრაელელებზე თავდასხმებში. თითოეული მშვიდობიანი მძევლის სანაცვლოდ, "ჰამასი" მიიღებს 30 მსჯავრდადებულს, ხოლო თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის - 50 პატიმარს, თუმცა ამ დრომდე არ კონკრეტდება გასათავისუფლებელი მძევლები ცოცხლები არიან თუ ლაპარაკია ცხედრების გადაცემაზე.

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 600 სატვირთო მანქანის გაგზავნას და ისრაელის სამხედრო ძალების ეტაპობრივ გაყვანას სექტორიდან.

შეთანხმების პირობები რამდენიმე საათის წინ მოლაპარაკებების მედიატორი ქვეყნის, კატარის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა.

მძევალთა გათავისუფლების პირველი ეტაპი 19 იანვარს არის დაგეგმილი.

მიღწეულ შეთანხმებას უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის პირველი პირები.