„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
სერიალის „ემილი პარიზში“ ბოლო, მეექვსე სეზონის პრემიერა 24 დეკემბერს შედგება. როგორც ცნობილია, ემილი კუპერი ამჯერად საბერძნეთსა და მონაკოში იმოგზაურებს. მაყურებელი კი მისი და გაბრიელის ურთიერთობის ფინალს იხილავს.
სიუჟეტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ სატელევიზიო შოუს მოყვარულებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები – კუპერის საუკეთესო მეგობარი, მინდი და მისი უფროსი სილვი გრატო.
სერიალმა წლების განმავლობაში არაერთი რეკორდი მოხსნა. თავად ლილი კოლინსი, რომელიც ემილი კუპერის როლში გვევლინება, ამბობს, რომ ეს მისთვის საკმაოდ ემოციური მომენტია. მსახიობის თქმით, ძალიან ბედნიერია, რომ ეს შოუ მაყურებელმა ასე შეიყვარა და თავიანთი ცხოვრების ნაწილად აქცია.