“კეთილი და კარგი ადამიანი დავკარგეთ…” - ვინ არის გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც მაშველებმა მყინვარწვერზე იპოვეს

გლოვა

ყაზბეგში, გერგეტის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული მოქალაქე, რომელიც მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, IDFI -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვანო იმნაიშვილია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, IDFI -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ჩვენი კოლეგისა და მეგობრის ბატონი ვანო იმნაიშვილის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია IDFI -ის სამძიმრის ტექსტში.

„ძალიან ძვირფასი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ვანოზე იმდენი პოზიტიურის დაწერა შეიძლება, იმიტომ რომ ასეთი კეთილი და კარგი ადამიანის ნახვა დღეს იშვიათია. ძალიან გვატკინე და დაგვწყვიტე გული ვანიჩკა შენი წასვლით”, – წერს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სოციალურ ქსელში.