21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ფერმერები კალმახს საკვებში სპეციალურ პიგმენტს უმატებენ, რათა მისმა ხორცმა ფერი შეიცვალოს. რის გამოც ზოგჯერ მომხმარებელი შეცდომაში შედის და ორაგულის ნაცვლად შეფერილ კალმახს ყიდულობს.
„თევზის საკვებში კაროტინოიდების (პიგმენტების) დამატება ჩვეულებრივი პრაქტიკაა საქართველოში და მსოფლიოში. ბაზარს რასაც მოთხოვნა აქვს, პროდუქტიც შესაბამისად იქმნება. კაროტინოიდები შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური. მაგალითად, ბუნებრივი პიგმენტი აქვს სტაფილოს, ჭარხალს, ზღვის წყალმცენარეებს. ხოლო თუ პიგმენტი ხელოვნურად არის შექმნილი, ეს უკვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
თუმცა აქ ყველაზე ცუდი არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. თუ ვიღაცას უნდა, რომ შეიძინოს ორაგული, გამყიდველი ვალდებულია უთხრას, რომ პროდუქტი არ არის ორაგული, არამედ კალმახია, რომლის ხორცის ფერი საკვებში პიგმენტის დამატების შედეგად შეიცვალა. რამდენად საზიანოა ამ პიგმენტის შედეგად შეცვლილი თევზის ხორცის მირთმევა - ამაზე კვლევა არ ჩატარებულა და დადგენილი არ არის.
იმისათვის, რომ მომხმარებელი არ მოტყუვდეს, უნდა დააკვირდეს ფასს - არ შეიძლება ერთი კილო ორაგული 40 ლარი ღირდეს. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ეტიკეტი. როგორც წესი, ყველა რეალიზატორს აქვს ეს ეტიკეტი, სადაც მითითებულია თევზის წარმომავლობა. თუ ეტიკეტზე წერია, მაგალითად, ნორვეგია ან სხვა ქვეყანა, სადაც ორაგული მოიპოვება, ე.ი. თევზი ოკეანიდან ან ზღვიდან არის და ნამდვილად ორაგულია. ხოლო თუ ეტიკეტზე მითითებულია შიდა ქართლის რომელიმე სოფელი, ე.ი. ეს არის დიდი კალმახი“, - ამბობს ირაკლი არაბული.