ლოცვები, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა წავიკითხოთ
1775710410
9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს თელავშიც.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ.
კახეთის გუბერნატორმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 9 აპრილს დაღუპულები. საქართველოსთვის ეს იყო გამოღვიძების პერიოდი და მადლობა უნდა ვუთხრათ გმირებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანეს"- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წაომამდგენლები და სტუდენტები.