პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველა პარტნიორი სახელმწიფო, მინისტერიალის ფარგლებში აღნიშნავს, რომ საქართველოს სჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი დახმარება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში საქართველო ოთხჯერ იყო დაპატიჟებული მინისტერიალზე და მან ორმხრივი შეხვედრა სამჯერ გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან.
„გავმართეთ ორმხრივი შეხვედრები, პარტნიორებმა ჩვენ აღგვითქვეს სრული მხარდაჭერა. არ არის რომელიმე კომპონენტი, რომელშიც საქართველო არ იმსახურებს ცივილურ სამყაროში ინტეგრაციას. არამარტო ჩვენ, ყველა პარტნიორი სახელმწიფო, მინისტერიალის ფარგლებში აღნიშნავს, რომ საქართველოს სჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი დახმარება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
გენერალურმა მდივანმა ჩვენი ხედვა გაიზიარა რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ. დავგეგმეთ ის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება ნატო-სთან, გავაკეთებთ განახლებებს ინფორმაციის, ჩვენი სადაზვერვო სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენს პარტნიორებთან და ყველა იაზრებს, რომ საქართველო არის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ზოგადად, სულისკვეთება მოგეხსენებათ რაც არის, ე.წ რამშტაინის ფორმატის. განვიხილეთ ის, თუ რა დახმარება იქნა უკვე აღმოჩენილი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის, ის, თუ რა მზაობა არსებობს უკრაინისთვის მხარდაჭერის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამხედრო შეიარაღებით, სამწუხაროდ, ვერ ვეხმარებით უკრაინელებს, მაინც ვიყავით მოწვეული ამ ფორმატში და ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა, რომ საქართველო არის განუყოფელი ნაწილი ცივილური სამყაროსი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.