„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
დღეს, 26 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
მათივე განცხადებით, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 26 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან 27 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში - მელიქიშვილის გამზირს, როდენის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, ხორავას, ლაპიაშვილის, ჭიაურელის, ნიკოლაძის, შიო მღვიმელის და შარაშიძის ქუჩებს; კოსტავას, მედეა (მზია) ჯუღელის, ტატიშვილის, თარხნიშვილის, ჯანაშიას და შანიძის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.