1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ახალგაზრდა ექიმს, იოანა ალიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში იოანას დედა დიანა გომარელი ავრცელებს.
„აქამდე არც ვიმჩნევდი, არც ვითხოვდი. ვიცი, ყველას თავისი გასჭირვებია. თუმცა, ახლა ამ თხოვნაში ვხედავ ერთადერთ გამოსავალს.
ძალიან დაგვჭირდა დახმარება ჩემი უფროსი შვილისთვის, იონასთვის. თავადაც ექიმია და ახლა თვითონ სჭირდება დახმარება... ნოემბრის დასაწყისიდან უტარდება მკურნალობა ჯერ ინსულტი, მერე თავის ტვინის ინფარქტი, ახლა გულის სარქველზე სასიცოცხლო მნიშვნელობის სასწრაფო ოპერაცია და სერიოზული მკურნალობა სჭირდება, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და... აქამდე ოჯახის ძალებით გავიტანეთ თავი. ახლა კი ჩვენი შესაძლებლობებიც ამოიწურა.დრო კი არ იცდის. მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა საფრთხის ქვეშ ! ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვეხმაროთ. თითო ლარსაც სასწაულები გაუკეთებია.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ვინც ჩარიცხავთ ან გადააზიარებთ ამ პოსტს“, - წერს ახალგაზრდა ექიმის დედა.
ანგარიშის ნომრებია:
საქართველოს ბანკი:#GE90BG0000000498516528
TBC ბანკი :#GE91TB1100000360800049
მიმღები დიანა გომარელი