არუნ ხათრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1762719919
პედიატრი ეკა გეთია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ჩვილების ჩაცმულობის შესახებ საუბრობს.
გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, რომელიც ბევრ დედას გამოადგება:
„ჩვილის ანატომია ნამდვილად განსხვავდება ზრდასრული ადამიანისგან ჩაცმის სტილიც განსხვავებულია. შეიძლება თუ არა წინდა წინდაზე რამდენიმე ფაქტორია. დღენაკლულ ბავშვს სითბოს დაკარგვა ადვილად შეუძლია და ამ შემთხვევაში შესაძლოა სწორი იყოს. თუმცა მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა.
ბავშვის ჩაცმის სტილი ასაკის მიხედვით იცვლება. 6 თვის მერე, მეტად თავსუფალი ჩაცმა მოდის.
ჯანმრთელ ახალშობილს წინდა წინდაზე არ უნდა ჩავაცვათ. პატარამ შესაძლოა მოიკაწროს სახე და ამ მიზნით შესაძლოა ხელთათმანები ჩამოვაცვათ, მაგრამ კიდურების დაფარვა აუცილებელი და სასურველი არ არის.
თუ ბავშვი დღენაკლული არ არის და მას რაიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, ქუდი სასურველი არ არის. ამან შესაძლოა გაოფლიანება და თმის ცვენა გამოიწვიოს. ბავშვთა სამოსში უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ქსოვილებს.
შალის გამოყენებაც შეიძლება, როდესაც საქმე დღენაკლულ ახალშობილთან გვაქვს. როდესაც ბავშვს ხელებიც და ცხვირიც თბილი აქვს, ე.ი. მას არ სცივა დდა ნორმალური ტემპერატურა აქვს.
რაც შეეხება საძილე ტომარას, ვფიქრობ, სასურველი არ არის, რადგან უმჯობესია ბავშვი თავისუფლად იყოს და არაფერს შებოჭოს",- ამბობს პედიატრი.