გლობალური დათბობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - რა უნდა ვიცოდეთ
1785689559
ცნობილი ონკოლოგი და ქირურგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრო მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ რემა ღვამიჩავამ ქართული მედიცინის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„ჯანდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, ცნობილი ონკოლოგისა და ქირურგის, რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო.
პროფესორმა რემა ღვამიჩავამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ონკოლოგიის განვითარების, სამედიცინო განათლებისა და პაციენტებზე ზრუნვის საქმეში. მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა, გამოცდილება და თავდადება არაერთი ადამიანის სიცოცხლესა და ქართველი ექიმების თაობების აღზრდას უკავშირდება.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მის სტუდენტებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.