„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ცნობილ სპორტული კომენტატორი, თბილისის საპატიო მოქალაქე ჯამლეტ ხუხაშვილი დღეს დაკრძალეს.
ის 5 აპრილს 78 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად, კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობილი სპორტული კომენტატორი და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი იყო.
ის დასახელებულია "დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად და საუკეთესო სპორტულ კომენტატორად. ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი.