საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, უსამძიმრებს მის ოჯახს, თანაკურსელებსა და მეგობრებს.
ასევე, ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.