ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა საიუბილეო ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკისა და ახალი საკოლექციო მონეტის დამზადების პროცედურებს.

სხდომას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.