გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
1742211497
ტემპერატურის ვარდნა მაღლიდან დაბალზე, გარკვეულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. საუბარი არ არის პირდაპირ ზემოქმედებაზე. სითბო და სიცივე პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, თუმცა როდესაც რესპირაციულ ვირუსებზე ვსაუბრობთ, აქ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ტემპერატურის ვარდნა მაღლიდან დაბალზე, გარკვეულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. საუბარი არ არის პირდაპირ ზემოქმედებაზე. სითბო და სიცივე პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, თუმცა როდესაც რესპირაციულ ვირუსებზე ვსაუბრობთ, აქ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს, როდესაც გარეთ მზიანი ამინდია, ბევრი ბავშვი ატარებს დროს ღია სივრცეში, ხოლო როდესაც აცივდება, უფრო მეტი ბავშვი ბრუნდება ჩაკეტილ სივრცეში. დახურულ სივრცეში უფრო მეტია ვირუსების გავრცელების ალბათობა.
შესაძლებელია, მომავალ კვირას, ამინდის ცვლილების შედეგად უფრო აქტიური იყოს რესპირაციული ვირუსული ინფექციების იდენტიფიცირება. ძნელად წარმოსადგენია აცივებას ინფიცირების მკვეთრი მატება მოჰყვეს“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ "კვირაში".
მისივე თქმით, სეზონის დასაწყისში თუ „A“ ტიპის ვირუსი იყო მეტად გავრცელებული, ახლა „B“ ტიპის ვირუსი სჭარბობს.
„თებერვლის მეორე ნახევრიდან დაწყებული, მარტის მეორე კვირაა, ყოველ კვირა მცირდება იმ პირების რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებულები არიან რესპირაციული ვირუსებით. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, გრიპი ჯერ კიდევ რჩება ყველაზე უფრო მეტად იდენტიფიცირებულ ვირუსად. გრიპი წარმოადგენს დღესაც ყველაზე მეტად გავრცელებულ ვირუსს. თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა.