ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში დიდი გამარჯვება და წარმატება ელოდება
1767778169
ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70 %-ში წამყვანია H3N2, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი. ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის ვირუსის სავარაუდო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია.
„ყველზე მაღალი ციფრისათვის, პიკისათვის მიმართვიანობის მაჩვენებლებს ჯერ არ მიუღწევია. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% არის გრიპის ვირუსი, ამ 70 %-ში წამყვანია H3N2, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი. ადრეა იმის თქმა, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი იყო. შარშანდელთან შედარებით, მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია. ეს არის კლასიკური გრიპი, მაღალი ტემპერატურა - 38 და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება.
ეს არის ის კლინიკური სურათი, რაც ზოგადად გრიპს ახასიათებს. რისკის ჯგუფებისთვის გრიპის ვირუსის სავარაუდო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტივირუსული საშუალების დანიშვნა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.