პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეულ სერვისებზე მომსახურება შეფერხებულია. ამის შესახებ იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „საქართველოს ეროვნული არქივის“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა. ამასთან, ნაწილობრივ შეზღუდულია „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მომსახურება.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
იუსტიციის სახლი შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.