1753015417
იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა
ახმეტის მკვიდრი ნათელა ბერიაშვილი წლების განმავლობაში, ლომბარდიის რეგიონში იმყოფებოდა.
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების ინფორმაციით, ნათელა ბერიაშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ცხედარს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.