1731614151
იტალიაში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
იტალიაში, ქართველი ემიგრანტი, მაია ბოხუა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ემიგრანტი ქალის ახლობლები ავრცელებენ და ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან:
„მაიკო, ჩვენო უსაყვარლესო და უთბილესო. უერთგულესო მეგობარო, რა მტკივნეულია წლები მეგობრობ ადამიანთან, ერთ დილას იღვიძებ და შენ გვერდით აღარ არის. გემშვიდობებით ძალიან გვატკინე გული.მუდამ ჩვენ გულებში იქნები. ინეზა, ეკა, მაიკო“,-წერენ სოციალურ ქსელში.