ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
ნიდერლანდების პოლიცია ეძებს 28 წლის თორნიკე მანველიძეს, რომელმაც საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი ქართველი, 32 წლის შოთიკო საკანდელიაა. ცნობილია, რომ 32 წლის ქართველი კაცი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საკანდელია მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.
„თითქოს ბავშვობის ფერად ფურცლებს ფერი გაუხუნდა დღეს... მომავლის ბიჭი“,- წერს სოციალურ ქსელში საკანდელიას ბავშვობის მეგობარი.
„როგორი კარგი შვილი მოუკლეს დედას... გამძლეობა ოჯახს“... „ღმერთო, ჩვენი ბავშვობის წლები
ეს რამხელა ტრაგედიაა! დავმუნჯდი“,-წერს ახლობელი.
შემთხვევა სამშაბათს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.
უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი დანახვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართონ.
„ამჟამად, თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს. ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ 112-ში, ინფორმაციის გაზიარება ასევე შესაძლებელია, ანონიმური დანაშაულის შესახებ", - წერს პოლიცია.