„თქვენით ვამაყობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ავარიაში დაშავებული დების დედა
1732259677
სროლა და მკვლელობა სტამბოლის ცენტრში - თურქეთში „კანონიერი ქურდების“ ძმისშვილი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს თეთრი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს, რომელშიც „კანონიერი ქურდების“, ნამიქ და გული სალიფოვების ძმისშვილი, მაგომედ ყურბანოვი იჯდა. მას მეტსახელად იცნობენ როგორც „გამა რუსტავსკი“.
მასთან ერთად ავტომობილში დაცვის თანამშრომლები, ყოფილი თურქი პოლიციელები: ილმაზ დემირი და მეჰმედ აჯერმენი, იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში იყო საქართველოს მოქალაქე ისრაფილ ორუჯოვიც.
სროლის დრო დაიღუპა დაცვის პოლიციის თანამშრომელი ილმაზ დემირი, სხვა დაჭრილი პირები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა, ავტომობილს 19 ნატყვიარი აქვს.