„ისევ იქნება მზიანი დღეები...“ - ამინდის განახლებული პროგნოზი

შემოდგომა

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:

„2 ოქტომბრამდე საქართველოში ძირითადად მოღრუბლული ამინდი და პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ჰაერი ისევ თბილი იქნება, თითქოს გაზაფხულია, მაგრამ სითბოში შემოპარული ნესტის სუნი მაინც გვაგრძნობინებს რომ შემოდგომაა...

3 ოქტომბრიდან - ისევ მზიანი დღეებია მოსალოდნელი, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.
მოსალოდნელი სამდღიანი გაავდრებისას არ დაგვავიწყდეს, ამინდი ყოველთვის იმაზე მეტს ლაპარაკობს, ვიდრე ჩვენ გვგონია.

წვიმის მოსვლა, მარტო ცის გადაწყვეტილება არ არის – ამას მიწაც გრძნობს, ჰაერიც და ადამიანიც...და რაც მთავარია – ფრთხილად იყავით საკუთარ განწყობასთან, ზოგჯერ წვიმა ციდან მოდის, ზოგჯერ კი გულიდან...“,- წერს კობა ფარტენაძე.