,,5 წუთში ოპერაციაზე შემიყვანენ...“ - „ეტალონის“ პროექტის ავტორს ზღვის სკუტერი დაეჯახა
1759322257
სუს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციონერი, „ნაციონალური მოძრაობის“ და თბილისის საკრებულოს წევრი ზვიად კუპრავა.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სუს-ის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
კუპრავას დაკავება უკავშირდება არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.
„კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა. შესაბამისად, მან ჩაიდინა სსსკ-ის 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
ვიდეომიმართვაში ზვიად კუპრავა აცხადებს: „4 ოქტომბერს, დილიდან ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ „სპეცოპერაციის“ პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა“.