“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
დღეს გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დაბადების დღეა.
ლევან კბილაშვილის და, სალო კბილაშვილი, ძმას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს:
„ლევანიკო, დღეს შენი დაბადების დღეა, ისევ 31 წლის ხარ ჩვენთვის — თვალებბრიალა, ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე… არ შეცვლილხარ და არც შეიცვლები. სულ ჩვენში ხარ – შენი სიცილი ჯერ კიდევ ისმის, ისევ ისე გვათბობ. გახსოვს, როგორ იცოდი უბრალოებით სიხარულის მოტანა? აი ზუსტად ასე ხარ დარჩენილი. სინათლედ, რომელიც არ ქრება. გილოცავ, ლევანიკო. მადლობა, რომ იყავი და მადლობა, რომ ხარ“, – წერს ლევან კბილაშვილის და სოციალურ ქსელში.