ტრამპი: ირანი გავანადგურეთ, თუმცა, თუ BBC-ს უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი თანაბარ ბრძოლას გვიწევენ - ეს „ფეიქ ნიუსია“

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ სამხედრო დაპირისპირებაზე მორიგი განცხადება გააკეთა და მედია სიტუაციის არასწორ გაშუქებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა ძალებმა ირანს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს.

„ჩვენ ეს ქვეყანა გავანადგურეთ. თუმცა, თუ BBC-ს უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი თანაბარ ბრძოლას გვიწევენ - ეს ასე არ არის, ისინი ჩვენ თანაბარ ბრძოლას არ გვიწევენ“, - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ცრუ“ უწოდა და აღნიშნა, რომ რეალობა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ეთერში გადაიცემა.

„ეს იყო ძალიან არაზუსტი ახალი ამბები. ეს იყო „ფეიქ ნიუსი“, - დასძინა მან.