„ისეთი ბიჭი გამოფრინდა თქვენთან, გული და სული რომ მოაქვს საქართველოსი“ - გიორგი ანწუხელიძის შვილი ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრა

ლევან ანწუხელიძე

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გიორგი ანწუხელიძის შვილი, ლევან ანწუხელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში სასწავლებლად წავიდა.

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ  გმირის შვილი, კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში ისწავლის, პარალელურად კი კალათბურთსაც შეითავსებს.

მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ ლევანის სასწავლებლად წასვლა თავდაცვის სამინისტროს დახმარებით მოხერხდა, მისი თქმით სამინისტრო ოჯახს გვერდით დაუდგა.

შესაბამისი ინფორმაცია მაკა ჩიკვილაძემ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. ფოტოებში ჩანს როგორ აცილებენ ლევანს სასწავლებლად.