ის, რასაც მამაკაცი აქცევს ყურადღებას, თქვენ კი არა

წყვილი

ის, რაც თქვენს ირგვლივ ხდება, ხშირად თქვენი ყურადღების მიღმა რჩება, ან უბრალოდ, არ აქცევთ მას ყურადღებას. აი მამაკაცები კი ამ დროს ჩასაფრებული არიან ყველა წვრილმანს და ჩაჰკირკიტებენ დეტალებს.

რამდენს მიირთმევთ - ქალები, როგორც წესი, არასოდეს აკვირდებიან, როცა ვინმე მიირთმევს. ეს მაშინ, როცა კაცები გაფაციცებით აკვირდებიან, თუ რას და რამდენს მიირთმევთ.

როგორ მაკიაჟს ატარებთ - ყველა ქალს სურს ლამაზად გამოიყურებოდეს, ამისთვის კი ხშირად მაკიაჟს იყენებს. მამაკაცს არასოდეს გამოეპარება როდის როგორი მაკიაჟი გაქვთ, მას არასოდეს რჩება ეს ყურადღების მიღმა.

ფერი, რომელსაც ხშირად ატარებთ -  მამაკაცები ამჩნევენ იმ ფერს, რომელსაც ყველაზე მეტად ატარებთ. თქვენ ალბათ ნაკლებად ფიქრობთ ასეთ რამეებზე, მაგრამ მამაკაცებს ძალიან აღელვებთ ეს წვრილმანები. მათ სურთ იცოდნენ ყველა დეტალი.

თქვენი ღიმილი - ზოგიერთმა ქალმა არც იცის, რომ ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს, სამაგიეროდ, მამაკაცმა ყოველთვის იცის, გაქვთ თუ არა ლამაზი ღიმილი. ისინი უფრო მეტად ამჩნევენ სილამაზეს, ვიდრე ქალები. ასე რომ, მიმოიხედეთ ირგვლივ და იპოვეთ მამაკაცი, რომელიც აღფრთოვანებულია თქვენი ლამაზი ღიმილით.

ის, რაც გაბედნიერებთ - ყველას აქვს სხვადასხვა მიზეზი ბედნიერებისთვის. ზოგისთვის ბედნიერება მატერიალურ საგნებშია. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ურჩევნიათ ისეთი რამ, რისი ყიდვაც შესაძლებელია ფულით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქალს არ მოსწონს მატერიალისტური მიდგომა, საკმაოდ პატარა და უმნიშვნელო რამეც კი მათ ბედნიერს ხდის.

თქვენი საყვარელი მუსიკა - მუსიკა ყველასთვის მარადიული სიყვარულია. ქალები ზოგადად ვერ ამჩნევენ, როგორი მუსიკა მოსწონთ სხვებს. სამაგიეროდ, მამაკაცი ყოველთვის ამჩნევს როგორი მუსიკა მოსწონს მისთვის საყვარელ ქალს.

თქვენი უცნაური ჩვევები - მამაკაცებმა დაწვრილებით იციან თქვენი უცნაური ჩვევების შესახებ და ამის გამო შეიძლება გეხუმროთ კიდეც. განაგრძეთ კითხვა...

ასევე ნახეთ:

„წინსვლა იმდენად სწრაფი იქნება, რომ თვითონაც გაგიკვირდებათ“ - ვის ელის პროფესიული წარმატება წელს

ევროპაში პირველი ქართველი თამადა, რომელიც სუფრაზე 30 ლიტრ ღვინოს სვამდა

„ღმერთი არ გაგიწყრეთ, ხატს ხელი არ ახლოთ...“ - ემოციური ამბავი კაცზე, რომელიც ახლობლის სახლის ძარცვის მონაწილე გახდა